"ეს ყველაფერი ტყუილია, მხოლოდ შოუსთვისაა" | შეძახილი პუტინის ვიდეოს ჩაწერისას

გამოქვეყნდა:

"ეს ყველაფერი ტყუილია, მხოლოდ შოუსთვისაა", - ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინის მარიუპოლში ვიზიტის ამსახველ ვიდეოში ისმის. ამის ამსახველი ვიდეო Telegram-ზე ვრცელდება.

როგორც ვიდეოში ჩანს, პუტინის თანმხლები პირები ფრაზამ დააბნია, ისინი უკან შეტრიალდნენ და ხელით გარკვეულ ჟესტებს აკეთებენ. 

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებთან შეხვედრის ვიდეო თავდაპირველად კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა, თუმცა იქ ქალის ზემოთ აღნიშნული შეძახილი არ ისმის, რადგან ვიდეო დამონტაჟებულია.

კრემლის ვიდეოში ასახულია ვლადიმერ პუტინის ჩასვლა მარიუპოლში, სადაც ის თითქოს შემთხვევით 
შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს მათი "მადლიერებისა" და იქ არსებული "კარგი სიტუაციის" შესახებ ესაუბრებიან.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი