აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების ახალი, 350-მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 350-მილიონ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის ინფორმაციით, პრეზიდენტის დახმარება მოიცავს "მეტ საბრძოლო მასალას ამერიკული ჰაიმარსისა 
და ჰაუბიცისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს საკუთარი თავის დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალა "ბრედლის" ტიპის ქვეითთან საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკ-საწინააღმდეგო იარაღებს, ნავებს და სხვა შეიარაღებებს".

მისივე თქმით, შეიარაღება პირდაპირ ამერიკის სამხედრო მარაგიდან არის გამოყოფილი და იგი უკრაინაში დროულად ჩავა. 

ბლინკენის თქმით, ამერიკა უკრაინის გვერდით იდგება, იმდენი ხანი, რამდენიც ეს საჭირო იქნება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი