დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჯანკოის სამხედრო აეროდრომი იბომბება

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჯანკოის სამხედრო აეროდრომი დრონებით იბომბება. ინფორმაცია და ვიდეომასალა ტელეგრამის უკრაინულ და რუსულ არხებში ვრცელდება. 

ინფორმაციას ადასტურებს ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელიც. მის კომენტარს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. სერგეი აკსენოვი ამბობს, რომ ჯანკოის მიდამოებში საჰაერო თავდაცვა შემუშავებული აქვთ. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევებმა დააზიანა საყოფაცხოვრებო და მაღაზია, ასევე, დაშავდა 1 ადამიანი.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი