იაპონიის პრემიერი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა ზელენსკისთან შესახვედრად

გამოქვეყნდა:

იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა ინდოეთიდან მოულოდნელად გაემგზავრა უკრაინაში, რათა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ვიზიტი მოჰყვა ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ჩასვლას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. 

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კიშიდამ უკვე დატოვა ინდოეთი, სადაც პრემიერ ნარენდრა მოდის შეხვდა. მედია ამბობს, რომ ეს მოგზაურობა არის პირველი შემთხვევა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იაპონიის პრემიერი ეწვევა ქვეყანას ან რეგიონს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.

იაპონია უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანაა, ამავდროულად იაპონია და შეერთებული შტატები ბოლო წლებში დაახლოვდნენ, განსაკუთრებით რეგიონალური უსაფრთხოებისა და დაზვერვის თანამშრომლობის საკითხებში.

თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება დაჰპირდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი