უნგრეთმა ჰააგის გადაწყვეტილებაზე EU-ს ერთობლივი განცხადება დაბლოკა - Bloomberg

გამოქვეყნდა:

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე ევროკავშირის ერთობლივი განცხადება უნგრეთმა დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ ბუდაპეშტის ვეტოს გამო, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარი სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მან "ცნობად მიიღო" ჰააგის გადაწყვეტილება.

"ევროკავშირი ICC-ის გადაწყვეტილებას უყურებს, როგორც პასუხისგების პროცესის დაწყებას და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც უკრაინაში მათი ბრძანებით ჩადიან", - ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში, რომელიც 19 მარტს გამოქვეყნდა.

ამას გარდა, უნგრეთმა ხელი არ მოაწერა ევროკავშირის იუსტიციის მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ისინი ჰააგის გადაწყვეტილებას მხარს უჭერდნენ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი 23-24 მარტს გამართულ ევროსაბჭოს სხდომის განცხადებაშიც გამოჩნდება. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერმა შესაძლოა დაჟინებით მოითხოვოს უფრო მკაფიო ფორმულირება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი