უნგრეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ ვეტო დაადეს EU-ს განცხადებას პუტინის დაკავების ორდერის შესახებ

გამოქვეყნდა:

უნგრეთი უარყოფს Bloomberg-ის ინფორმაციას, რომ მათ ვეტო დაადეს ევროკავშირის საერთო განცხადებას ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ, - ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მატე პაზოლაიმ უნგრულ მედიასთან გააკეთა. 

როგორც პაზოლაი განმარტავს, უნგრეთის პოზიცია იყო, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდოდათ კომენტარის გაკეთება.

"ინფორმაცია ტყუილია, უნგრეთი ითვალისწინებს ICC-ის გადაწყვეტილებას და არ სურს მასზე რაიმე კომენტარის გაკეთება", - ამბობს ის.

მისივე თქმით, თუ რომელიმე ქვეყანას ან უმაღლეს წარმომადგენელს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა რაიმეს თქმა, ეს მხოლოდ მათი სახელით უნდა მოხდეს და ამას უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის საერთო განცხადება პუტინის წინააღმდეგ ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით უნგრეთმა დაბლოკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი