ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში, 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა უკრაინას 18 მილიარდიანი მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანში, 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტარი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს. 

"დღეს ჩვენ კიდევ 1,5 მილიარდი ევრო გადავურიცხეთ უკრაინას. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება უკრაინას, გააგრძელოს წინსვლა, სანამ საკუთარ თავს იცავს და მტკიცედ აყენებს ევროკავშირის გზაზე რეფორმების მხარდაჭერით - კარგი მმართველობისა და ფინანსური სტაბილურობის მაგალითით", - წერს ევროპარლამენტარი. 

 შეგახსენებთ, რომ 18 მილიარდ ევროიანი მარკო-ფინანსური დახმარების პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო უკრაინამ იანვარში მიიღო. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი