რუსებმა ჩასივ იარი დაბომბეს | დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ჩასივ იარი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლი.

"რუსებმა დაბომბეს ქალაქი ჩასივ იარი. ქალაქების ტერორი გრძელდება. ერთადერთი გამოსავალი გამარჯვებაა", - თქვა ერმაკმა

ცნობისთვის, დღის დასაწყისიდან რუსებმა სამჯერ დაბომბეს ჩერნიგოვის და სუმის ოლქის საზღვრები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი