კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა | კეზერაშვილის საქმე და მორიგი დარტყმა "ფორმულაზე"

გამოქვეყნდა:

რეპრესიული დარტყმა ტელეკომპანია "ფორმულაზე" ქართული ჟურნალისტიკის დღეს. ივანიშვილის რეჟიმი დიდი ხნის შემუშავებულ გეგმას მიყვება და მისი ძალაუფლებისთვის მთავარ საფრთხეს - კრიტიკულ მედიას მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს.

სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტი წინა ინსტანციის გადაწყვეტილებას იმეორებს და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდას ავალდებულებს. რაც ირიბად, საქართველოში მისი ერთადერთი აქტივის, ტელეკომპანია "ფორმულას" დაყადაღებას ნიშნავს. საქმე უზენაეს სასამართლოშიც გაგრძელდება, თუმცა ამ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესის ფინალის გამოცნობა ივანიშვილის საქართველოში ძნელი არ არის. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი