ლიეტუვას სეიმმა მიიღო რეზოლუცია და პარტნიორ ქვეყნებს რუსეთის სრული იზოლაციისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას სეიმმა მიიღო რეზოლუცია "რუსეთის ტერორისტული გავლენის შეზღუდვის შესახებ", რომელშიც პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, მოამზადონ ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის "სრული საერთაშორისო იზოლაციისთვის".

დოკუმენტში ლიეტუველი პარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს ერთობლივად შექმნან და გააფართოვონ საკანონმდებლო ბაზა "სახელმწიფოების ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებად და ტერორისტულ საშუალებებად გამოყენებული სახელმწიფოების აღიარებისთვის", რაც რუსეთად უნდა გამოცხადდეს.

სეიმი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, თავიდან აიცილოს სანქციების გვერდის ავლა, გამოიძიოს მსგავსი დარღვევები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს ამ მიზნით ევროკომისიის პასუხისმგებელი წევრის დანიშვნის გზით.

ასევე, რაც შეიძლება მალე დაასრულოს მუშაობა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის სამართლებრივ რეჟიმზე და შექმნას საერთაშორისო მექანიზმი უკრაინას რუსეთის ფედერაციის აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში ლიეტუვას სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად, ხოლო რუსეთს, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ და განმახორციელებელ სახელმწიფოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი