CNN: აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს

გამოქვეყნდა:

აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. 

როგორც CNN-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, 65 უკრაინელი ჯარისკაცი Patriot სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს, შემდეგ კი დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან.

მათივე ცნობით, უკრაინელებმა მათი მართვისა და გამოყენების ათვისება  საკმაოდ სწრაფად შეძლეს და   სასწავლო კურსს, 10  კვირის ნაცვლად, 8 კვირაში ასრულებენ.

Patriot-ის  ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი