ღამის თავდასხმის დროს უკრაინამ 21-დან 16 "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდო - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ 22 მარტს, ღამით, რუსების საჰაერო თავდასხმის დროს 21 დრონიდან 16 ჩამოაგდეს.

"ამ ღამით, 22 მარტს, მტერმა მორიგი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა შაჰიდ-136-ის უპილოტო საფრენი აპარატით. წინასწარი ინფორმაციით, 21 თვითმფრინავიდან 16 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს", - ამბობს გენშტაბი. 

22 მარტის ღამეს კიევსა და უკრაინის უმეტეს რეგიონებში საჰაერო განგაში იყო.  საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის ყველა სამიზნე კიევის გარშემო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი