
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) განახლებაში წერს, რომ უახლოეს კვირებში "ვაგნერმა", შესაძლოა, დაკარგოს თავისი დაქირავებული პატიმრების უმეტესი ნაწილი, რადგან მათ ექვსთვიანი სმახედრო კონტრაქტები ეწურებათ.
"ვაგნერის ჯგუფმა შესაძლოა დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში, რადგან მსჯავრდებულებმა დაასრულეს ექვსთვიანი სამხედრო კონტრაქტები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ათასობით "ვაგნერის" მსჯავრდებულს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე დაიქირავეს, შეიწყალებენ და გაათავისუფლებენ, იმის გათვალისწინებით, რომ ვაგნერი, როგორც ჩანს, იცავს თავის დაპირებას მსჯავრდებულების ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ გათავისუფლების შესახებ", - წერია განახლებაში.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო პროგნოზირებს, რომ მსჯავრდებულთა გადინება გააუარესებს "ვაგნერის" პერსონალის დეფიციტს, რადგან კრემლმა დაბლოკა პატიმრების შემდგომი რეკრუტირება.
ISW-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 27 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პრევენციული შეწყალება გასცა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსი მსჯავრდებულებისთვის. განახლებაში ნათქვამია, რომ კრემლის განცხადება ემთხვევა ISW-ის მიერ დადგენილ ვადებს პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, სრულად დაშორებულიყო ვაგნერ ჯგუფის ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინისგან 12–13 იანვარს დონეცკის ოლქის სოლედარის დაცემის შემდეგ.