რუსეთი ამბობს, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლზე დრონებით შეტევა მოიგერიეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევქსტოპოლში დანიშნული გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ რუსეთის ფლოტმა დრონებით შეტევა მოიგერია. 

მისივე ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ რამდენიმე შენობაში შუშები ჩაიმსხვრა, მსხვერპლი არ ყოფილა. 

"ამ დროისთვის სულ სამი ობიექტია განადგურებული, ისინი ცდილობდნენ ყურეში შეღწევას, ჩვენმა მეზღვაურებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.  ასევე იმუშავა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამაც საჰაერო ობიექტზე", - თქვა რაზვოჟაევმა თავის ტელეგრამის არხზე გაგზავნილ შეტყობინებაში.

მისივე ინფორმაციით, სამხედრო ხომალდები არ დაზიანებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი