ბახმუტთან რუსული ძალების შეტევა, სავარაუდოდ, შესუსტებას იწყებს - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანული სამხედრო დაზვერვა ვარაუდობს, რომ ბახმუტთან რუსული ძალების შეტევა შესუსტებას იწყებს, თუმცა უწყების შეფასებით, ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია ქალაქის დამცველებისთვის.

განახლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება ნაწილობრივ იმით იყოს განპირობებული, რომ რუსეთის სარდლობამ გაიყვანა ქალაქში მიმავალი რამდენიმე ქვედანაყოფი, რათა მათი ჩართულობით გაამაგროს ფრონტის დასუსტებული მონაკვეთები.

"ბრძოლა გრძელდება ქალაქის ცენტრის გარშემო და უკრაინელი დამცველები საფრთხის ქვეშ რჩებიან ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოქცევის გამო. თუმცა, არის ნიშნები იმისა, რომ რუსული შეტევა ქალაქში იწყებს წინა იმპულსის დაკარგვას და შესუსტებას. ნაწილობრივ იმის გამო, რომ ზოგიერთი რუსული შენაერთი გადაყვანილია ფრონტის სხვა სექტორებში", - წერია განახლებაში.

დაზვერვა წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მტრის ზეწოლის შესამცირებლად H-32 გზატკეცილზე (პოკროვ-ბახმუტ-მიხაილოვკა), რომლის გასწვრივაც გადის მიწოდების ხაზი, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის დასავლეთით ადგილობრივი კონტრშეტევა განახორციელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი