"რუსეთთან დიალოგი შეუძლებელია მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებს" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგი შეუძლებელია მაშინ, როცა ის უკრაინას თავს ესხმის. ამის შესახებ მან NATO-ს 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მრავალი წლის განმავლობაში რუსეთთან არსებით დიალოგზე მუშაობენ, თუმცა რუსეთი ამ მიზანს დაშორდა.

"ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა უკრაინაში შეჭრა. მაგრამ შეჭრის შემდეგ ამ დიალოგმა აზრი დაკარგა. ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე მნიშვნელოვანი დიალოგი გვქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო აგრესიაზე", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი