"ორიენტირებული ვართ ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ... ეს 6 ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მეგობარია" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია - ეს განცხადება ამერიკელ სენატორს ჯინ შაჰინს ეკუთვნის, რომელიც ერთი თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა. სენატორმა საქართველოს შესახებ სენატშ საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.

მსჯელობა სენატში საქართველოს საკითხზე გაიმართა. სახელწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს სენატორმა შაჰინმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე დაუსვა შეკითხვა. ბლინკენმა რეგიონი შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.

ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, მის სანაპიროზე ექვსი ქვეყანაა, სამი ფაქტიურად ნატოს მოკავშირეა. სხვები, კი ისეთივე როგორიც უკრაინა, ანუ აშკარად ჩვენთვის მნიშვნელოვანი მეგობრები არიან. შეერთებული შტატების სტრატეგია ყურადღებას გაამახვილებს არა მხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება. ეს საკითხები გადამწყვეტია ყველა ამ ქვეყნისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის აშენება, რადგან ეს ქვეყნები რთულ სამეზობლოში მდებარეობენ, - აცხადებს ბლინკენი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი