იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია - კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რეალობას აცდენილია. ასე უპასუხა მან ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომ ხედავენ საქართველოს პროევოპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს.

"აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი, ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, თქვენ იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ იყოს შესრულებული. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ეს არის ოპოზიცია", - თქვა კალაძემ. 

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა. ის შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას, არასამთავრობო ექსტორს, სტუდენტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი