მესამე პრეზიდენტის ოჯახი ევროსასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ის ისევ ციხეში დააბრუნონ.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ კლინიკა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.
გიული ალასანიას თქმით, ორშაბათს ოჯახი აპირებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ.
"რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად. 2 ლუკმა ჩაიდო და ისიც ამოიღო უკან. ჭამს საკუთარ სხეულს, უკვე რამდენი ხანია. დღიდან მისი ჩამოსვლისა კარგი ამ ქვეყანაში ამ ადამიანს არაფერი არ მიუღია. არაფერი კარგი არ ახსოვს, აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს. ეს მიიღო იმის სამაგიეროდ, რაც ამ ადამიანმა აკეთა ამ ქვეყნისთვის. მადლობის მაგივრად მიიღო ეს. რითაც ვამაყობდით, ეს ქვეყანა რითიც ამაყობდა, რითიც გახდა ცნობილი და დღემდე სხვათა შორის რითაც ამაყობენ ინერციით, ეს არის ის, რაც გაკეთდა მის წლებში. ყველაფერზე ნაწყენი ვარ. იმიტომ, რომ ჩემი შვილი ჩამოვიდა და კლავენ",- ამბობს გიული ალასანია.
"ვივამედმა" 22 მარტს განაცხადა, რომ პენიტენციურს მიმართავენ შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიმართავენ სახალხო დამცველს, ისინი ითხოვენ ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის მესამე პრეზიდენტთან შესვლას, რათა მათ შეაფასონ როგორია რეალურად
ავტორი: ნინო გიგაური