
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ხერსონის რეგიონში ჩავიდა. მედია წერს, რომ ის შეხვდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და პირობა დადო, რომ თანდათანობის აღადგენენ ყველაფერს, რაც რუსმა დამპყრობლებმა გაანადგურეს.
პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი იმყოფებოდა სოფელ პოსად-პოკროვსკეში, სადაც უამრავი სახლი, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. ზელენსკიმ თქვა, რომ ეცდებიან მთავარი პრობლემები ზამთრამდე მოაგვარონ.
ზელენსკიმ დააჯილდოვა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მონაწილეობენ ხერსონის რეგიონის დაცვაში. დამცველებმა პრეზიდენტს აჩუქეს საათი უკრაინის გერბისა და ყირიმის რუკის გამოსახულებით, რომელიც მტრის იარაღის ნაწილისგან დაამზადეს.
გუშინ ზელენსკი დონეცკის რეგიონში იმყოფებოდა: