
ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის თქმით, უკრაინა უკვე იღებს ყველა იმ იარაღს, რომელიც აუცილებელია შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევისთვის.
"წარმატებული შეტევისთვის უკრაინელებს ახლა სჭირდებათ ტანკები, ჯავშანტექნიკა, არტილერია, საზენიტო თავდაცვა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. ევროპულ დონეზე გადაწყდა თანხების გამოყოფა საბრძოლო მასალის შესაძენად და წარმოებისთვის. ეს ყველაფერი უკრაინას ძალიან დაეხმარება. ასევე უკრაინას ეხმარებიან MiG-29 გამანადგურებლებით, რომლებსაც პოლონეთი და სლოვაკეთი უკრაინას გადასცემს. წარმოდგენა არ მაქვს, სხვა რა შეგვიძლია ამ დროს" - თქვა პაველმა.
რაც შეეხება დასავლური ტიპის თვითმფრინავების გადაცემის პერსპექტივას, ის ამას შორეულ პერსპექტივად მიიჩნევს. მისივე თქმით, კი ომის განვითარებისთვის ეს წელი გადამწყვეტი იქნება.
კითხვაზე, შეეძლო თუ არა ჩეხეთს გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინაში, მან თქვა, რომ ჩეხეთმა არა მხოლოდ გადასცა ის, რაც შეეძლო საკუთარი მარაგებიდან, არამედ შეიძინა ისინი საზღვარგარეთაც.