ფინეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ  ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან  დაკავშირებულ კანონს  ხელი მოაწერა.

ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 -დან 28 ქვეყანამ უკვე განახორციელა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც რატიფიცირების პროცესს უნგრეთი და თურქეთი დაასრულებენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი რატიფიცირების პროცესს დაიწყებს და იმედი გამოთქვა, რომ ფინეთის განაცხადს მხარს 14 მაისის არჩევნებამდე დაუჭერენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი