
რუსეთში, 16 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაციის შემთხვევა დადასტურდა, რეალური რიცხვი კი
შესაძლოა ასობით ათასი იყოს, - ამის შესახებ უკრაინის ადამიანის უფლებათა უმაღლესი რადას კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"ამჟამად გვყავს 16 228 დადასტურებული, გადამოწმებული უკრაინელი ბავშვი, რომლებიც იძულებით იქნა დეპორტირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ესენი არიან ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და გაიარეს დეპორტაციის პროცესი. რაც შეეხება საერთო რაოდენობას, მხოლოდ გამოცნობა შემიძლია, რადგან გადამოწმების პროცესი გართულებულია. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს შეიძლება იყოს ათობით, ან თუნდაც ასობით ათასი უკრაინელი ბავშვი, რომლებიც რუსეთმა იძულებით გადაასახლა", - თქვა ლუბინეცმა.
რაც შეეხება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ბავშვებს, ლუბინეცმა აღნიშნა, რომ საუბარია ათეულობით და თუნდაც ასობით ბავშვზე.
მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ იძულებითი დეპორტაცია იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინელი ბავშვები რუსეთის საზღვარზე გადაჰყავს.