
მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში 300 რუსი ჯარისკაცი მიიყვანეს და ქალაქის ერთ-ერთ უბანში მდებარე ბინებში მოათავსეს.
"უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა იტყობინებოდა, რომ ოკუპანტების კიდევ ერთი პარტია დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ჩავიდა და ისინი ჩამოასახლეს "საცხოვრებელ მასივში", ბოჰდან ხმელნიცკის ძეგლთან, დღეს კი ეს 300 ჯარისკაცი დგას," - თქვა მან.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ნაწილებიდან სათანადო საბრძოლო მომზადების გარეშე მელიტოპოლში, 50-ზე მეტი რუსი წვევამდელი გაგზავნეს.