უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 24 მარტამდე პერიოდს.
უკრიანის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში გაანადგურეს კიდევ მტრის 1020 სამხედრო.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 169 170;
- ტანკი - 3 574;
- ჯავშანტექნიკა - 6 921;
- საარტილერიო სისტემა - 2 616;
- სარაკეტო სისტემა - 511;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 276;
- თვითმფრინავები - 305;
- ვერტმფრენი - 290;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 208;
- საკრუიზო რაკეტები - 911;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 464;
- გემი/ნავი/კატარღა - 18;
- სპეციალური აღჭურვილობა - 277.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 23 მარტის მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის:
- 404 უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი;
- 224 ვერტმფრენი;
- 3 544 უპილოტო საფრენი აპარატი;
- 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
- 8 384 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
- 1 071 რავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
- 4 415 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;
- 9 073 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
ცნობისთვის, ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.