პილოტის გადაწყვეტილება იყო - "საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ ბერბოკის თვითმფრინავი მეორე მცდელობაზე დაჯდა

გამოქვეყნდა:

"საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენო ბერბოკი იმყოფებოდა, მეორე მცდელობაზე დაჯდა.

 "საქაერონავიგაცია" უარყოფს გერმანული გამოცემა "შპიგელის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ დასაფრენი ბილიკი თავისუფალი იყო - "პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება".

"საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება", - წერია განცხადებაში. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი