მხოლოდ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, ვერ გახდება EU-ს წევრი - ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ისევე როგორც, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს ხელისუფლების გარეშე. 

როგორც ბერბოკმა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია ერთობლიობა. 

"გაწევრიანების პროცესში, აუცილებელია, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა აზრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის საზოგადოებაში. ამიტომ აგენტებზე კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია, ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოთ. მხოლოდ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს ხელისუფლების გარეშე - მხოლოდ ერთობლივად", - ამბობს გერმანელი დიპლომატი.

იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი