უკრაინამ კიდევ 83 მოკლული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

დღეს, 24 მარტს, უკრაინამ კიდევ 83 მოკლული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

"დღეს ჩვენ შევძელით 83 დაღუპული უკრაინელის ცხედარის დაბრუნება სახლში. დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრები სამართალდამცველებმა გადმოასვენეს ინტეგრაციის სამინისტროს უგზო - უკვლოთ დაკარგულთა კომისრის აპარატთან თანამშრომლობთ. უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად ხორციელდება", - წერს სამინისტრო.

2023 წლის 3 მარტის მდგომარეობით, რეინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ ჯამში 1 426 დამცველის ცხედარი დაიბრუნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი