ჩვენთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ 5 000 ყოფილი პატიმარი შეიწყალეს - პრიგოჟინი

გამოქვეყნდა:

"ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთში 5 000-ზე მეტი ყოფილი კრიმინალი შეიწყალეს მას შემდეგ, რაც მათ დაასრულეს კონტრაქტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში წასასვლელად გაუფორმეს.

პრიგოჟინმა ათასობით პირი დაიქირავა ციხეებიდან და ომში ყველაზე ცხელ წერტილებში გაგზავნა.

"ამჟამად 5000-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს ვაგნერთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ შეწყალებით", - თქვა პრიგოჟინმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირემ, ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისი მტკიცებით, "ვაგნერში" სამსახურის შემდეგ შეწყალებულთა მხოლოდ 0,31% წავიდა დანაშაულის ჩადენაზე, ეს მაჩვენებელი, მისი თქმით, 10-20-ჯერ ნაკლებია სტანდარტულთან შედარებით - "დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: ჩვენ 10-ჯერ შევამცირეთ კრიმინალი რუსეთში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი