სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს" ომი უკრაინაში. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მადლობა გადაუხადა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე თანხმობისთვის.

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასულ კვირას გაგრძელდა. კიევმა და მოსკოვმა შეთანხმებას ხელი 2022 წლის გაზაფხულს, გაეროსა და თურქეთის ეგიდით მოაწერეს.

ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა კრემლმაც. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა და ერდოღანმა სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს.

განცხადების თანახმად, მათ ხაზი გაუსვეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების აუცილებლობას" და მასში "რუსეთის, როგორც შუამავლის კონსტრუქციულ როლს".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი