კულტურის სფეროში რეპრესიები ამჯერად ახალი ფორმით გრძელდება, სამიზნეში კი ამჯერად კინო აღმოჩნდა. კულტურისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირით და უმეტეს შემთხვევაში არც თუ ისე ჯანსაღი ურთიერთკავშირით პერიოდული გამოცემა "კინო" დაინტერესდა და ამ თემაზე ვრცელი მასალაც მოამზადა. რომელიც ამ პრობლემას სხვადასხვა ხელისუფლების გადასახედიდან, ისტორიულ ჭრილში განიხილავდა.
ამბავი იმით დასრულდა, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა კინოცენტრმა ჟურნალის დაფინანსება შეწყვიტა.