ისრაელის პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებს, შეწყდეს საკანონმდებლო პროცესი, რამაც პროტესტი გამოიწვია

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციების ფონზე, ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პრემიერმინისტრს მოუწოდა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეაჩეროს.

"მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება - ყველაფერს საფრთხე ემუქრება. [...] ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის, პასუხისმგებლობის გულისთვის მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცედურა. [...] ახლავე მოდი გონს! ეს არ არის პოლიტიკური მომენტი, ეს არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის მომენტი", - დაწერა პრეზიდენტმა.

მანამდე პრეზიდენტმა თქვა, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება იყო მცდარი, სასტიკი და დემოკრატიული საფუძველბისთვის ძირგამომთხელი. მან გააფრთხილა მთავრობა, რომ ისრაელი "სამოქალაქო ომის" ზღვარზე შეიძლება აღმოჩენილიყო. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი