
უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს დილით, ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლტში აფეთქებები იყო.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე და ფოტოებზე ჩანს, რომ კვამლი ამოდის ქალაქის შუაგულში.
ქალაქში რუსეთის მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა, მან გამოაქვეყნა ვიდეოც, სადაც ჩანს რომ სპეციალური სამსახურები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოევიკები უძლური გაბრაზებით ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლას, აშინებენ მათ მძიმე იარაღიდან დაბომბვით", - თქვა მან.
რუსეთის მიერ დანიშნულმა ადგილობრივმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მელიტოპოლის ცენტრში შენობა "ნაწილობრივ განადგურდა".
„წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი და დაზიანებულია რამდენიმე შენობა“, - ნათქვამია განცხადებაში.