ღამის განმავლობაში რუსების მიერ გაშვებული 15 "შაჰიდის" დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 28 მარტის ღამით რუსების მიერ გაშვებული 15 "შაჰიდის" დრონიდან 14 გაანადგურეს.

"ღამით მტერმა ავიაიერიშების განსახორციელებლად გამოიყენა შაჰედ-136 ტიპის 15 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 14 გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა", - თქვა გენშტაბმა.

უწყების ცნობით, შემდგომი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმის ალბათობა ისევ მაღლია მთელ უკრაინის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, უკრაინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსეთის 62 შეტევა 5 მიმართულებით, ასევე დაარტყეს მტრის საარტილერიო ქვედანაყოფს საცეცხლე პოზიციაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი