უკრაინა აშშ-ის ხელმძღვანელობით დემოკრატიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნდა:

უკრაინა მონაწილეობას მიიღებს ამერიკის ხელმძღვანელობით დაგეგმილ დემოკრატიის სამიტში. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. 

"ჩვენ უკვე ვემზადებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებისთვის, რომელიც გაიმართება ამ კვირაში პრეზიდენტ ბაიდენისა და შეერთებული შტატების ინიციატივით. სამიტი დემოკრატიისთვის. უკრაინა მიიღებს მონაწილეობას", - თქვა ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში. 

მას სხვა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას თავისუფლების დაცვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი