
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი ამბობს, რომ რუსეთი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს. მისი თქმით, უკრაინის ძალების ამოცანაა მტრისთვის დიდი ზარალის მიყენება და მათი რესურსების ამოწურვა.
"რუსები ცდილობენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტის მიმართულებაზე. ისინი არ წყვეტენ ქალაქის ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობებს. მტერმა გაისროლა ყველა თავისი საუკეთესო შენაერთი გამარჯვების მისაღწევად. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი მტერი გავანადგუროთ და შევქმნათ წინაპირობები, რომ შეტევაზე გადავიდეტ", - წერს სირსკი.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა მტრის ძალების ამოწურვა, რაც დააჩქარებს უკრაინის გამარჯვებას და მათი მიწების გათავისუფლებას.