
უკრაინა საფრანგეთისგან 40 ერთეულ Mirage-2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგულ გამოცემა Intelligence Online ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მიიღო და ისინი ახლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა ეს თვითმფრინავები გამოისყიდონ. Itelligence Online წერს, რომ უკრაინისთვის გადასაცემი თვითმფრინავების შესყიდვა შეიძლება ასევე მოხდეს ინდოეთისგან და საბერძნეთისგან.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
მანამდე ფრანგულმა გამოცემამ LeFigarro-მ გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთში 30 პილოტი Mirage-2000-ის მართვას სწავლობს.
მათივე ინფორმაციით, წვრთნები უკვე თვეზე მეტია რაც მიმდინარეობს. გამოცემა ამტკიცებს, რომ უკრაინელი პილოტების წვრთნების გადაწყვეტილება საფრანგეთმა 8 თებერვალს, მას შემდეგ მიიღო, რაც იქ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.
ამავე სტატიაში LeFigarro წერს, რომ საფრანგეთ უკრაინისთვის 10 ერთეული Mirage-2000-ის გადაცემას გეგმავდა. სხვა ფრანგული გამოცემების ცნობით, LeFigarro-ს გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ უარყო.