რუსეთში 2 წელი მიუსაჯეს კაცს, რომლის შვილმაც ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა

გამოქვეყნდა:

რუსეთში 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სკოლის მოსწავლე გოგოს მამას, რომელმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ალექსეი მოსაკლევს ბრალი სოციალურ ქსელში, რუსული არმიის ე.წ განმეორებით დისკრედიტაციაში ედება. იგი ბრალს არ აღიარებს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ბრალდებული სასამართლოს არ ესწრებოდა. მანამდე იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, რომ გოგონამ ომის საწინააღმდეგო ნახატი 2022 წლის აპრილში, სასკოლო გაკვეთილზე დახატა. ნახატის ნახვის შემდეგ კი სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციაში განაცხადა. 

არასრულწლოვანი გოგოს მამა მიმდინარე წლის პირველ მარტს დააკავეს, მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია და ომის საწინააღმდეგო განცხადებებში ედებოდა. 

დაკავებულის ინფორმაციით, მას პოლიციის ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი შვილი კი ბავშვთა სახლში გაამწესეს. გოგონას ტელეფონი ჩამოართვეს და მას მშობლებთან ურთიერთობა აუკრძალეს. მოგვიანებით კი მამაკაცი შინა პატიმრობაში გადაიყვანეს.

ამის შემდეგ კი, ქალაქის არასრულწლოვანთა უფლებების კომისიამ მოსკოვის სასამართლოს კაცისთვის მშობლობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართა. იგივე საჩივარი შეიტანეს გოგონას დედის წინააღმდეგაც, რომელიც მასთან ერთად არ ცხოვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი