"ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებასთან სერიოზული შეკითხვები გვაქვს" | ლიეტუვის სეიმის წევრი

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეკითხვები გვაქვს" - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ემანუელის ზინგერისი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს. 

რეზოლუცია, რომელიც ლიეტუვის სეიმში მიიღეს, პირველ კომიტეტზე ის პირველად მიიღეს, რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა ამ რეზოლუციაზე საუბარი. ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს და მიღებული იქნა რამდენიმე შესწორება. ყველაფერი დეტალურად განვიხილეთ.

ჩვენ ველოდებით, მივულოცოთ საქართველოს და მივესალმებით მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს გზას ევროატლანტიკური მიმართულებით პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა, თქვენ გაქვთ გარკვეული სამუშაოები გასატარებელი ამ გზაზე. მთელი ევროკავშირი და NATO გაერთიანებულია და მხარს უჭერს უკრაინას. მას მხარი თქვენც უნდა დაუჭიროთ.

ჩვენ ვიცით საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო. საქართველოს მთავრობა არ უერთდება სანქციების ყველა პაკეტს და რამდენიმეს განსაკუთრებით.

მეორე შეკითხვა, რომელიც გვაქვს ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან, ეს არის მისი პოზიცია ოპოზიციური ტელევიზიის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დააპატიმრეს და მიუსაჯეს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გვაქვს გარკვეული შეკითხვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. 

საქართველოს მთავრობასთან, ასევე, შეკითხვები გვაქვს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით - რატომ არ ხდება მისი გადაყვანა, როგორც უკრაინის მოქალაქის, მისი გაგზავნა სამკურნალოდ უკრაინაში ან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას...

ნიკა გვარამიას საქმემ გარკვეული შეკითხვები გააჩინა ევროპელ ლიდერებში. ამ საქმეში არ იყო ყველაფერი გამჭვირვალე და ჩვენ გვაქვს სერიოზული შეკითხვები, რომლებიც გაგვიჩნდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამ საქმესთან დაკავშრებით საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ეს შეკითხვები ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან მოდის. ეს საერთაშორისო და მასშტაბური საქმეა. როდესაც ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს, - ამბობს ზინგერისი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი