პუტინის ომში, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი სამხედრო. გივი ვანიშვილი, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებამ პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და 2012 წელს ციხის კარი გაუღო, ოკუპანტების რიგებშია და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.
მტრის ბანაკში გადასულ სამხედროს მშობლიურ შიდა ქართლში რუსების მიერ წართმეულ ტერიტორიებს და მოკლულ ქართველებს ახსენებენ, მის ქმედებას კი სამშობლოს ღალატად აფასებენ.