
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი თვლის, რომ ჩინეთის უახლესმა ქმედებებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით შეარყია მისი, როგორც ნეიტრალური მხარის სტატუსი. ამისათვის
კი ოფიციალური ლონდონი პეკინს მოუწოდებს, გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ამ მიმართულებით.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ ლონდონი და სხვა დასავლური დედაქალაქები მიესალმებიან ჩინეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სხვადასხვა განცხადებებისა და ფორმატების ფარგლებში და არ სჯერათ, რომ პეკინის ქმედებები მას, როგორც ნეიტრალურ მხარეს, სანდოობას მატებს.
"ჩვენ მოვუწოდებთ სი ძინპინს პირდაპირ ისაუბროს პრეზიდენტ ზელენსკისთან ნებისმიერ კონკრეტულ სამშვიდობო წინადადებაზე, რომლის შეთავაზებითაც ჩინეთი დაინტერესებულია... სწორი იქნება, რომ ჩინეთი ამ საკითხზე უშუალოდ უკრაინასთან ურთიერთობისას",- თქვა სუნაკმა.
შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინი 20-22 მარტს მოსკოვში იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ, მხარეებმა „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ“ განაცადეს.
დასკვნით პრესკონფერენციაზე პუტინმა და სი ძინპინმა ძირითადად ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გაზარდოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდება ჩინეთისთვის.