უკრაინა აშშ-სგან საბიუჯეტო დახმარების მეორე ნაწილს მიიღებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრანის აშშ-სგან გრანტის სახით, სახელმწიფო სერვისების დასახმარებლად დამატებით 2,5 მლრდ დოლარს მიიღებს.

მისი თქმით, საბიუჯეტო მხარდაჭერა აშშ-ს მიერ დაპირებული 9,9 მილიარდი დოლარის ნაწილია, რომელიც 2023 წელს, რომელიც სამხედრო დახმარებისგან განცალკევებით გამოიყო.

შმიგალის თქმით, დახმარება გამოყენებული იქნება: "მაშველების, მასწავლებლების, ექიმებს ხელფასების გადასახდელად, პენსიონერების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დასახმარებლად".

მანვე აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან უკრაინამ თითქმის 5 მლრდ დოლარი  მიიღოევროკავშირისგან და 2 მლრდ დოლარზე მეტი შეერთებული შტატებისგან. ასევე არის სსფ-სთან შეთანხმებული დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც 15,6 მლრდ დოლარს მოიცავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი