"საფრანგეთის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, ის მადლობელია საფრანგეთის დიდი წვლილისთვის. 

"საფრანგეთის პარლამენტის მიერ 1932-33 წლების ჰოლოდომორის უკრაინული ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. მადლობელი ვარ საფრანგეთის დიდი წვლილისთვის ტოტალიტარული რუსეთის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულების მხილებაში, სიმართლის, სამართლიანობის და შესაბამისად, ანგარიშვალდებულების დადგენაში. მადლობა საფრანგეთს" - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი