რუსეთის ძალები ბახმუტის დაახლოებით 65%-ს აკონტროლებენ - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსულმა მხარემ და "ვაგნერის" მებრძოლებმა ბოლო 7 დღის განმავლობაში, ქალაქ ბახმუტის ტერიტორიის კიდევ 5% დაიკავეს და ისინი, ჯამში დაახლოებით 65%-ს აკონტროლებენ.

ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ "ვაგნერმა" სავარაუდოდ დაიკავა "აზომი" - ინდუსტრიული კომპლექსი ბახმუტის ჩრდილოეთით და მათ გააგრძელა ქალაქის სიღრმისკენ სვლა.

მანამდე, 28 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი ახლა მიმდინარეობს, ვითარება ადგილზე სტაბილურად მძიმეა. მისივე თქმით, მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის ადამიანურ რესურსებში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში, მაგრამ აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი