19 514 ბავშვი ითვლება უკანონოდ დეპორტირებულად, მონაცემთა შეგროვება გრძელდება - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ბავშვების დეპორტაციის 19 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

"ეროვნული საინფორმაციო ბიუროს უახლესი მონაცემებით, 19 514 უკრაინელი ბავშვი ახლა უკანონოდ დეპორტირებულად ითვლება. ასევე ცნობილია, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში დაახლოებით 4 390 სტატუსის მქონე ბავშვია, მათ შორის არიან ობლები და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები", - აცხადებს სამინისტრო.

სამინისტრო მონაცემების შეგროვებას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. 

ცნობისთვის, 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. მათ ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულებში, რაც უკრაინელი ბავშვების უკანონი დეპორტაციას გულისხმობს. მოსკოვი აცხადებს, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი