"საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად" - კერი კენედი 

გამოქვეყნდა:

რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის პრეზიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი კერი კენედი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას კიდევ ერთხელ ავრცელებს. 

"მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო  - საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები მისი სიცოცხლის დასაცავად",- წერს კერი კენედი Twitter-ზე.  

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერი კენედი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მან განცხადება გაავრცელა 23 იანვარს, რომელშიც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე სრული პასუხისმგებლობა "ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი