"ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ავიაცია, როგორიცაა Faclon ან Gripen" | რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან მიღებული MIG 29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ძალებს აძლიერებს, თუმცა უკრაინას უფრო თანამედროვე ავიაცია სჭირდება, როგორიცაა Faclon ან Gripen.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ გვჭირდება თანამედროვე თვითმფრინავები, იქნება ეს Falcon ან Gripen თუ სხვა ტიპის თვითმფრინავი.  მაგალითად, თანამედროვე რუსული თვითმფრინავების, როგორიცაა Су-35, რადარის დიაპაზონი 200 კმ-ზე მეტია და სროლის მანძილი 100 კმ-ზე მეტი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე თვითმფრინავები", - თქვა რეზნიკოვმა.

როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი