გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს 

გამოქვეყნდა:

გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა გაუთვალისწინებელი საბიუჯეტო ხარჯები დააკმაყოფილა, რასაც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვდა.

დამატებითი დახმარება მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინას 2023 წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს, ასევე 2024 წლისა და 2032 წლის ტრანშებს, რომლებიც 8.8 მილიარდ ევროს შეადგენენ.

"ამ ფულით უკრაინას გერმანიის მთავრობის დახმარებით შეეძლება იყიდოს შეიარაღება. მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა, სადამდეც ეს საჭირო იქნება", - ნათქვამია გერმანიის სამთავრობო კოალიციის სამი პოლიტიკოსის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი