უკრაინაში Leopard-ის ტანკების პირველი პარტია 9 აპრილის შემდეგ ჩავა | ესპანეთის თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი Leopard-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია კიევში 9 აპრილის შემდეგ ჩავა.

მინისტრის განმარტებით, საბრძოლო ტანკები, რომლებიც 1990 წლის შემდეგ არ გამოყენებულა, შეაკეთეს და ამჟამად მისი ტესტირება მიმდინარეობს.

"ამ ტანკების გადაცემა ესპანეთს საშუალებას მისცემს გააგრძელოს უკრაინელი ხალხის დახმარება, რათა მათ თავი დაიცვან აბსოლუტურად უსამართლო თავდასხმისგან. ეს დახმარება არსებითად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის", - თქვა რობლესმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი