"უკრაინა ევროპაში უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორიაა და ეს ყოველთვის ასე იქნება" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა ევროპაში უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორიაა და ეს ყოველთვის ასე იქნება" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ, საღამოს ვიდეომიმართვაში საუბრობს და კიევ-პეჩორის ლავრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"უკრაინას არც ერთი კვირა არ დაუკარგავს სრულმასშტაბიანი ომის დროს: ჩვენ მუდმივად ვამატებთ ძალას ჩვენს სახელმწიფოს, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს, ნდობას ჩვენს მოძრაობას, მოძრაობას გამარჯვებისკენ... დღეს ასევე გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ჩვენი საზოგადოების დასაცავად ძველი და ცინიკური მოსკოვური რელიგიის მანიპულაციებისგან. უკრაინა ევროპაში უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორიაა. დიახ, 91 წლიდან. დიახ - ყოველთვის ასე იქნება, - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ რომ ხელისუფლებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებს ლავრის დასატოვებლად ვადა 29 მარტამდე მისცა, რომელიც დღეს ამოიწურა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი